დღეს,
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ელისეის სასახლისთვის ორი კანდიდატი იბრძვის, მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი
და "სოციალიტი" ფრანსუა ოლანდი. წინასწარი გამოკითხვებით, მოსახლეობა
უპირატესობას "სოციალისტების" ლიდერ ფრანსუა ოლანდის ანიჭებს.
პარალელურად, საფრანგეთის ოცმა ცნობილმა ადამიანმა გაავრცელა მიიმართვა, რომელშიც
ისინი თანამემამულეებს მოუწოდებენ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარი
ნიკოლა სარკოზის დაუჭირონ.
მიმართვა სარკოზის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მას ხელს აწერენ ჟერარ დეპარდიე, კლოდ
ლელუში, შარლ აზნაური და სხვა ცნობილი ფრანგი მსახიობები, რეჟისორები, მწერლები და
მომღერლეები.
Internet.ge