პოლიციის დღე გორში აღლუმით აღინიშნა. აღლუმს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, მთავრობისა და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.
6 მაისი საქართველოში პოლიციის დღეა. ამ დღის აღსანიშნავად საზეიმო აღლუმი ამჯერად, დედაქალაქის ნაცვლად, გორში იმართება. საქართველოში,
6 მაისი პოლიციის დღედ 2010 წლიდან აღინიშნება, ამ დღისადმი მიძღვნილი პირველი ღონისძიება თბილიში გაიმართა, 2011 წელს აღლუმს ბათუმმა უმასპინძლა.
ცნობისთვის, 6 მაისი აჭარის რევოლუციის დღეცაა.
internet.ge