ამერიკის
შეერთებული
შტატების მოქმედი პრეზიდენტი ოფიციალურად ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში, რომლისთვისაც ლაკონური ლოზუნგი შეარჩია, სახელწოდებით -
„წინ!“.
მხარდამჭერებთან
პირველი შეხვედრა ობამამ ოჰაიოს შტატში გამართა. მისი კამპანიის მთავარი მიზანი ამერიკის აღდგენა-აღმშენებლობაა. პრეზიდენტის თქმით, ის აპირებს „მშენებლობა საკუთარი სახლიდან დაიწყოს“.
ამასთანავე,
ობამამ გააკრიტიკა რესპუბლიკელი მეტოქის, მიტ რომნის, საარჩევნო დაპირება - მდიდრებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება და სოციალური ხარჯების შემცირება.
„არ
ღირს მისთვის შანსის მიცემა, - განაცხადა პრეზიდენტმა რომნის შესახებ, - ეს არ არის უბრალოდ რიგითი არჩევნები, არამედ ეს არის საკვანძო მომენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი მოსახლეობის საშუალო კლასის მომავალს. ჩვენ იმდენად რთული გზა გავიარეთ, რომ ახლა უკან დახევის უფლება არ გვაქვს",- განაცხადა პრეზიდენტმა.
მილიარდელი
მიტ რომნი რესპუბლიკელებს ჯერ-ჯერობით არ დაუსახელებიათ ოფიციალურ კანდიდატად. თუმცა, მისი არჩევის შესახებ ეჭვები აღარ არსებობს. გინგრჩის მიერ საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, რომნის ერთადერთ მეტოქედ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი
პალატის წევრი რონ პოლი რჩება, რომელსაც პრაიმერის შედეგად ჯერ არც ერთი გამარჯვება არ მოუპოვებია.
internet.ge