კრემლში გამართულ ინაუგურაციაზე
ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო ფიცი დადო, რის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ
იგი რუსეთის პრეზიდენტად გამოაცხადა.
ინაუგურაციამდე სიტყვით გამოვიდა
დიმიტრი მედვედევი, რომელმაც განაცხადა, რომ „არსებული სახელმწიფო კურსის გაგრძელება
წარმოადგენს აუცილებელ პირობას რუსეთის განვითარებისთვის.“
პუტინმა თავის გამოსვლაში ხაზი
გაუსვა მედვედევის დამსახურებებს. „მისმა პრეზიდენტობამ უზრუნველჰყო ქვეყნის მდგრადი
განვითარება,“ - განაცხადა რუსეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა წინამორბედის შესახებ.
თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშვნის
შემდეგ, პუტინს გადაეცა ქვეყნის სტრატეგიული ბირთვული ძალების მმართველობაც.
კრემლის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული
ინფორმაციით, პუტინის ინაუგურაციას 3 ათასამდე მაღალჩინოსანი დაესწრო. ამავდროულად,
ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები ქალაქის ცენტრში აქციების მოწყობას შეეცადნენ,
თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
Internet.ge