მმართველი გუნდის წევრის, ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, საზოგადოებას შემოდგომაზე
არჩევანის გაკეთება – „მკაფიო პოლიტიკური გზის მქონე ძალასა“ და „რუსულ პროექტს“ შორის მოუწევს.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე,
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას, წიკლაურმა განაცხადა,
ქართველი ხალხი საპარლამენტო არჩევნებში „უკანასკნელ რუსულ პროექტს“ თავის განაჩენს გამოუტანს.
„ცვლილებების თანახმად, ხალხს ეძლევა საშუალება ან ის ძალა აირჩიოს, რომელსაც მკაფიო პოლიტიკური გზა გააჩნია ან აირჩიოს რუსული პროექტი. მწამს, რომ მომავალ არჩევნებში, ქართველი ხალხი უკანასკნელ რუსულ პროექტს თავის განაჩენს გამოუტანს. მან საქართველოს მოქალაქეობა ორჯერ უარყო, მოქალაქეობის მესამედ მისაღებად კი არასწორი იურიდიული გზა აირჩია, რის გამოც ქართულ სახელმწიფოს არ აქვს იმის შესაძლებლობა, მას მოქალაქეობა აღუდგინოს“, – განაცხადა დეპუტატმა. -
ცვლილებებით, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს არჩევნებში კენჭისყრის შესაძლებლობა ეძლევათ, დროებითი ნორმა იქნება, რომელიც მხოლოდ მომდევნო სამი წლის განმავლობაში იმოქმედებს.
Internet.ge