საქართველოს იუსტიციის
სამინისტრომ ოფიციალურად დაარეგისტრირა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტია
- „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ამის შესახებ ივანიშვილის ადვოკატის, ეკა ბესელიას, განცხადებაზე
დაყრდნობით „ინტერფაქსი“ იუწყება. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერნეტ.ჯი"-ს
კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა წევრმა თინა ხიდაშელმაც დაუდასტურა.
"იუსტიციის
სამინისტროდან გუშინ, მივიღეთ ოფიციალური წერილი პარტიის დარეგისტრირების შესახებ.
"ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" დღეიდან ყველა სამართლებრივი ბერკეტი
აქვს, რათა შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა",- განაცხადა
ხიდაშელმა.
პარტია „ქართული ოცნება
- დემოკრატიული საქართველო“ აპრილში დაარსდა. პარტიის პროგრამაში აღნიშნულია, რომ მისი
პოლიტიკური საქმიანობა მიმართულია საქართველოს ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოსვლისკენ.
სოციოლოგიური გამოკითხვების
თანახმად, სწორედ ბიზნესმენის პარტია იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი
კონკურენტი ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე.
internet.ge