მმართველი გუნდის მიერ წამოყენებული პირობები „ქრისტიან–დემოკრატებისთვის“ მიუღებელია
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, „ქრისტიან–დემოკრატები“ უმრავლესობის მიერ წამოყენებულ პირობებს არ იზიარებენ.
როგორც
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პავლე
კუბლაშვილის საპასუხოდ, ნიკოლოზ ლალიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული პირობით მმართველი გუნდი იმას
ადასტურებს, რომ ცვლილებების მომზადების ადრესატი მხოლოდ ერთი ადამიანია.
მისი თქმით, ცვლილება ფუნდამენტურად ცვლის იმას, რასაც მათი წინადადება გულისხმობს.
„ათ
წელსა და სამ
წელს შორის დიდი განსხვავებაა. კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, ალტერნატიულ საკითხს დავაყენებთ
და პარლამენტს ვთხოვთ, რომ კენჭი სწორედ ჩვენს მიერ წარმოდგენილ პროექტს უყაროს“, – აცახდებს ლალიაშვილი.
შეგახსენებთ,
მმართველი გუნდის მოთხოვნაა, პირდაპირ ჩაიწეროს
კონსტიტუციაში, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ექნება პირს, რომელიც არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, დაბადებულია საქართველოში და ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში მუდმივად ცხოვრობდა. ცვლილება 2014 წლის 1 იანვრამდე იმოქმედებს.
Internet.ge