ხუთივე
დეპუტატს „სპრავედლიავაი როსიადან“, რომლებმაც რუსეთის დუმაში დიმიტრი მედვედევის
პრემიერად დამტკიცებისას ხმა მისცეს მის კანდიდატურას, ფრაქციულ სამუშაოს ჩამოაშორებენ,
ალექსი მიტროფანოვს კი, პარტიიდან გარიცხავენ, - განუცხადა ჟურნალისტებს
„სპრავედლივაია როსიას“ ლიდერმა სერგეი მირონოვმა.
ესერების
ფრაქციამ გადაწყვიტა, კონსოლიდირებულად მიეცა ხმა მედვედევის წინააღმდეგ, რომელიც
პრემიერის პოსტზე პუტინმა წარადგინა. მიუხედავად ამისა, ხუთმა დეპუტატმა სხვაგვარი
გადაწყვეტილება მიიღო. ესენი არიან ჯამალადინ გასანოვი, ნიკოლაი ლაკუტინი, ლეონიდ
ლევინი, იგორ ზოტოვი და ალექსეი მიტროფანოვი.
მირონოვმა
წინასწარ გააფრთხილა თანაფრაქციელები, რომ მათ წინააღმდეგ, ვინც ფრაქციულ
დისციპლინას დაარღვევდა, მკაცრ ზომებს მიიღებდნენ.
Internet.ge