დღეს, ევროპის დღე აღინიშნება. 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რობერ შუმანი პარიზში გამოვიდა განცხადებით, სადაც მან წამოაყენა ევროპული ინტეგრაციის იდეა. ამიტომ, 9 მაისი აღინიშნება როგორც ევროპის კავშირის დაბადების დღე.
მისი
განხორციელება
დაიწყო
1951 წელს,
როდესაც შეიქმნა ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება 6 ქვეყნის (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდი, ბელგია, ლუქსემბურგი) მონაწილეობით. დღეისათვის, ევროპის კავშირი 25 ქვეყანას აერთიანებს.
სხვა
წყაროების
თანახმად,
ევროპის გაერთიანების დღედ 5 მაისსაც თვლიან, ვინაიდან 1949 წლის 5 მაისს ლონდონში ხელი მოეწერა ევროპის საბჭოს წესდებას. იგი ძალაში შევიდა იმავე წლის 3 აგვისტოს და დღეისათვის ევროპის ყველაზე წარმომადგენლობით
საკონსულტაციო
ორგანიზაციად
ითვლება. ევროპის საბჭოში 50-ზე მეტი ქვეყანაა გაერთიანებული, მათ შორის არის საქართველო.
Internet.ge