GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კუბლაშვილი: ლაზიკასთან დაკავშირებით, ბევრი ნოვაცია იქნება წარმოდგენილი
11:23 09.05.2012
დღის სიახლეები

მმართველი გუნდის წევრის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ლაზიკასთვის სტატუსის მინიჭების საკითხზე მსჯელობა, ექსპერტებთან ერთად დაიწყება, თვითმმართველობისა და საგადასახადო კუთხით, ბევრი ნოვაცია იქნება წარმოდგენილი, რომელიც სხვა თვითმმართველობაში არ არსებობს.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს კუბლაშვილმა განუცხადა, საგადასახადო რეჟიმი ლაზიკაში შედარებით უფრო დაბალი იქნება, ვიდრე დანარჩენ საქართველოში, ამავდროულად, მას მაღალი დონის თვითმმართველობა ექნება.

მისი თქმით, საკითხის განხილვა რეგიონებშიც მოხდება და საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში, მსჯელობა გაიმართება, თუ რა მიმართულებით დასჭირდება ლაზიკას განსაკუთრებული სტატუსი. საკითხის განხილვა ექსპრტებთან ერთად სიღრმისეულად მოხდება. 

„მნიშვლელოვანია, რომ ლაზიკას განსაკუთრებული  სტატუსი ჰქონდეს.   თვითმმართველობის ნაწილში, ლაზიკას ფუნქციები სხვადასხვა მიმართულებით უნდა იქნეს გამორჩეული. ყველა საკითხს ორგანული კანონი  დაარეგულირებს. მისასალმებელია, რომ საქართველოში ახალი და მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი შეიქმნას, რომელიც სწრაფად განვითარდება. ლაზიკაში ეკონომიკური ზრდის ისეთივე ტემპები იქნება, როგორიც ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს აქვს. კარგია, რომ ქვეყანა ვითარდება და უფრო კარგი იქნება, რომ ლაზიკასა და სხვა ქალაქებს სწარფი განვითარების საშუალება ექნებათ. ბუნებრივია, მე და თითოეული ქართველი ამ ქალაქს  ვგულშემატკივრობთ“, - აცხადებს დეპუტატი. 

შეგახსენებთ, რომ ლაზიკას განსაკუთრებული სტატუსი ენიჭება და ამის გამო, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება შედის. ცვლილების ავტორი კი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საპატიო ბათუმელები და მოქალაქეები დააჯილდოვეს1
„მარნეული 500“, რომელიც თბილისის და ქვემო ქართლის ელექტრომომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, დასრულებულია2
NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" შუალედური შედეგების მიხედვით ზაზა ფაჩულია მეორე ადგილზეა3
კრიმინალური ქრონიკა4
ნარმანია: ივანიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული 80 მილიონი უკან დაუბრუნდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X