„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ამერიკის გავლენიანი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტების
- IRI-ისა და NDI-ის კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს.
როგორც კუკავამ iTV-ის პრესკლუბში სტუმრობისას, „სანდო წყაროზე“ დაყრდნობით განაცხადა, NDI-ს
კვლევის მიხედვით, „თავისუფალ საქართველოს“ გამოკითხული
მოსახლეობის 14% უჭერს
მხარს, თუმცა ეს მონაცემები ამერიკულმა ორგანიზაციამ არ გამოაქვეყნა.
"სარწმუნო და გადამოწმებული წყაროებიდან
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებში პარტია "თავისუფალ საქართველოს" აქვს 14%-იანი რეიტინგი, რაც არ გამოქვეყნებულა საპრეზენტაციო ვერსიაში. კატეგორიულად მოვითხოვთ აგრეთვე, IRI-ისა და შემსრულებელი კომპანიებისგან ოფიციალურ განმარტებას, იყო თუ არა კითხვარში შეტანილი პარტია "თავისუფალი საქართველო," ან მისი რომელიმე წევრი", - განაცხადა კუკავამ
და აქვე დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და
„ქართული ოცნება“ ამ ორგანიზაციების პროპაგანდას ეწევიან და მოსახლეობა შეცდომაში
შეჰყავთ.
„სოციოლოგიაში 0 % - იც შედეგია, თუ კვლევისას "თავისუფალი საქართველო" შეტანილი იყო პარტიების ჩამონათვალში, მაშინ ეს შედეგი, თუნდაც ნული, უნდა
დაფიქსირებულიყო. გამოდის, რომ მხოლოდ სამი პარტია („ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა") იყო ჩამონათვალში. სქართველოში ბევრი თუ არა, 30 % -ზე ცოტა ამომრჩეველი მაინც
გვყავს, და თუ ეს ყველაფერი სიცრუე არ არის, რეალური შედეგი რატომ არ დადეს? მეტსაც
გეტყვით, 11 წლის მანძილზე, როცა სისტემატიურად ედუარდ შევარდნაძე იგებდა
არჩევნებს, სოციოლოგიურ გამოკითხვებს სწორედ IRI და NDI ატარებდა“,- დასძინა „თავისუფალი საქართველოს“
ლიდერმა.
Internet.ge