დღეს,
ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს
შეხვდება.
ბაღათურიას
ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრებენ - ქსენოფობიურ ტენდენციებზე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში
არსებობს.
დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა პარლამენტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.
შეგახსენებთ,
რომ აღნიშნულ საკითხზე ყურადღება ბაღათურიამ
ადამიანის
უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც გაამახვილა
და პარლამენტში
ქსენოფობიური
და კრიტიკული აზრის გამოხატვაზე თავდასხმების გამო, პასუხისმგებლობების
ზომების არსებობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
Internet.ge