„ქართული
ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, კოალიციის
ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ლიბერალური ინტერნაციონალის დელეგაციის წევრებს ხვდება.
ივანიშვილის პრესსამდივნოს ინფორმაციით,
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება .
ცნობისთვის, 17 კაციან დელეგაციაში შედიან პარლამენტარები და
პოლიტიკოსები დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, გერმანიიდან და მაკედონიიდან.
პოლიტიკოსები საქართველოში „ქართული ოცნების“ მოწვევით იმყოფებიან.
Internet.ge