GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გერმანიაში ბაქრაძე დიტერ ბოდენსაც შეხვდა
14:03 10.05.2012
დღის სიახლეები

გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გერმანელ პოლიტოლოგებს შეხვდა, რომელთა შორის დიტერ ბოდენიც იყო.

ჟურნალისტებთან საუბარში, ვიცე–სპიკერი ლევან ვეფხვაძე ადასტურებს, რომ  ბერლინში ბაქრაძესთან გამართულ შეხვედრაში დიტერ ბოდენიც მონაწილეობდა.

მისი თქმით, შეხვედრაზე, ბოდენი  რუსეთ–საქართვლოს შორის არსებული ურთიერთობებით დაინტერესდა.   

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბერლინში, კურტ კიორბერის ფონდში გამართული შეხვედრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა  და შიდაპოლიტიკურ რეფორმებზე ისაუბრა. გერმანელი ექსპერტების დაინტერესება  საგარეო პოლიტიკურმა მდგომარეობამ და უსაფრთხოების საკითხებმა გამოიწვია. ამას გარდა, საუბარი შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ  ბოდენთან ნებისმიერი ფორმით ოფიციალურ დონეზე თანამშრომლობა შეზღუდული იქნებოდა. მისი თქმით, ბოდენი ქართული მხარის ინიციატივებს, საჯაროდ აკრიტიკებს, რომელიც  საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებულია.

„ბოდენი ილუზორულს და ხორცშეუსხმელს უწოდებს საქართველოს მთავრობის სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ის თავის საჯარო გამოსვლებში საქართველოს ხელისუფლებას მესამე რაიხს და ფაშისტურ გერმანიას ადარებს. ამბობს, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღიაროს თავისი შეცდომები საკუთარი მტრებისა და მსხვერპლის წინაშე, როგორც ეს თავის დროზე გააკეთა ნაცისტურმა გერმანიამ“, – განაცხადა კალანდაძემ.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიწისძვრა ონში1
რუვენ რივლინი: ჩემი ვიზიტის დროს ველოდები, რომ უფრო მეტს შევიმეცნებ თქვენი ქვეყნის შესახებ2
მედია ექსპერტის შეფასება3
თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი წევრი ზურაბ აბაშიძე შესაძლოა ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნოს4
„ახალგაზრდა ადვოკატები“ გია ჭანტურიას მიმართავენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X