საქართველომ
და მალის რესპუბლიკამ, დიპლომატიური
ურთიერთობების
დამყარების
შესახებ, ერთობლივ კომუნიკეს
მოაწერეს ხელი.
კომუნიკეს
თანახმად,
საქართველო
და მალის რესპუბლიკას შორის მეგობრობა და თანამშრომლობა განვითარდება ურთიერთსასარგებლო
საფუძველზე,
საერთაშორისო
სამართლის
პრინციპების
- განსაკუთრებით
კი, სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, სუვერენულ სახელმწიფოთა საზღვრების ურღვეობისა და სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად.
დიპლომატიური
ურთიერთობების
დამყარების
შესახებ ერთობლივ კომუნიკეზე ხელმოწერის ცერემონიალი ნიუ იორკში გაიმართა.
ერთობლივ
კომუნიკეს
ხელი მოაწერეს საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა
გაერთიანებული
ერების ორგანიზაციასთან,
საგანგებო
და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე ლომაიამ და მალის
რესპუბლიკის
მუდმივმა წარმომადგენელმა
გაერთიანებული
ერების ორგანიზაციასთან,
საგანგებო
და სრულუფლებიანმა ელჩმა, უმარ დაუმ.
დამკვიდრებული
პრაქტიკის
თანახმად,
ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ, მხარეებმა ერთობლივი წერილით აცნობეს გაერო-ს გენერალურ მდივანს.
Internet.ge