ივანიშვილმა ლიბერალური ინტერნაციონალის დელეგაციას საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება გააცნო
პოლიტიკური
კოალიცია
"ქართული
ოცნების"
ლიდერებმა, ლიბერალური ინტერნაციონალის
დელეგაციას, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და "ქართული ოცნების" ირგვლივ განვითარებული მოვლენები გააცნეს.
“ნაცვლად
იმ დემოკრატიისა, რასაც მიხეილ სააკაშვილი გვპირდებოდა, სახეზე გვაქვს ავტორიტარიზმი.
საქართველოში კონსტიტუცია, რასაც სახელმწიფო ეფუძნება, აბსოლუტურად შეურაცყოფილია
და ერთი კაცის ინტერესებზეა მორგებული,
სასამართლო არ ფუნქციონირებს, ირღვევა ადამიანის უფლებები, მოსახლეობის დიდი
ნაწილი უსამართლო პატიმარია, კონტროლირებადია ბიზნესი, ამის ფონზე, სააკაშვილი
ევროპელების მოტყუებას კვლავ ახერხებს და ის ეიფორია, რასაც პრეზიდენტი ქმნის
ევროპაში, თითქოს საქართველოში ინვესტიციების
შემოდინება ხდება, არის სიცრუე“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ლიბერალური ინტერნაციონალის
17-კაციან დელეგაციასთან შეხვერდაზე.
ამასთან „ქართული ოცნების“ ლიდერმა უცხოელ
სტუმრებს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საკუთარი გეგმები გააცნო.
„ჩვენი სურვილია, მოვიდეთ ხელისუფლებაში და
სწრაფად აღვადგინოთ სამართლიანობა ქვეყანაში. დავიწყოთ დემოკრატიული ინსტიტუტების
განახლება, შევქმნათ ისეთი კონსტიტუცია, როგორიც მოასხლეობას სურს, უნდა ვიბრძოლოთ,
რომ ორგანო, სახელად სასამართლო გაჩნდეს, რომელიც დღეს არ არსებობს. გავათავისუფლოთ ბიზნესი, რაც ინვესტიციების
მოზიდვის საფუძველი გახდება და ამით, დავამარცხებთ ტოტალურ უმუშევრობას“,- დასძინა
„ქართული ოცნების“ ლიდერმა.
ლიბერალური
ინტერნაციონალის
17-კაციანი დელეგაცია საქართველოში კოალიცია "ქართული ოცნების" მოწვევით იმყოფება. დელეგაციაში შედიან პარლამენტარები და პოლიტიკოსები დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან და მაკედონიიდან. დელეგაციის შეხვედრა "ქართული ოცნების" ლიდერებთან დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა.
Internet.ge