მომავალ პარლამენტში, სამთავრობო საათი ხუთშაბათის ნაცვლად, პარასკეობით გაიმართება.
როგორც
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ახალი რეგლამენტის განხილვისას, კომიტეტის
თავმჯდომარემ, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, პროექტით, პლენარული სხდომების ჩასატარებლად ოთხშაბათი და პარასკევი განისაზღვრება. შესაბამისად, სამთავრობო საათის გამართვა თვის ბოლოს ხუთშაბათის ნაცვლად, პარასკევს მოხდება.
ამას
გარდა, ცვლილებებით, დეპუტატებს კომიტეტებისთვის ამომრჩევლებთან შეხვედრისას მიღებული ინფორმაციის წერილობით მიწოდება დაევალებათ.
გოგორიშვილის
განცხადებით, ახალი ნორმა შემოდის, რომლის მიხედვითაც, დეპუტატებმა ამომრჩევლებისგან
მიღებული ინფორმაცია შესაბამისი პროფილით მომუშავე კომიტეტს უნდა გააცნონ.
გოგორიშვილის
ინფორმაციით, დეპუტატების მიერ კომიტეტებისთვის მიწოდებული ინფორმაციები პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება.
Internet.ge