GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
შსს: რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია
18:58 10.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო  რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაზე ოფიციალურ კომენტარს ავრცელებს.  რომელსაც „ინტერნეტ.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ:

„10 მაისს, რუსული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადება, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა იარაღის ათი საცავი და დაკავებული იქნა ტერორისტული დაჯგუფების სამი წევრი. განცხადების მიხედვით, აღნიშნული პირები ქართული სპეცსამსახურების დახმარებით, გეგმავდნენ 2012 წლიდან 2014 წლამდე აღნიშნული შეიარაღების სოჭის მიმართულებით გადატანას და 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის ჩაშლის მიზნით რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თვლის, რომ აღნიშნული ბრალდება ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული, ისევე როგორც რუსეთის სხელისუფლების წარმომადგენლების მიერ წარსულში გაჟღერებული მსგავსი ბრალდებები. აღნიშნული განცხადებით რუსეთის ხელისუფლება ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო თანამეგობრობა და მოახდინოს დაძაბულობის ესკალაცია რეგიონში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ უკანასკნელ პერიოდში სწორედ რუსული სპეცსამსახურების მიერ, ადგილი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე არაერთი ტერორისტული და დივერსიული აქტის განხორციელების მცდელობას, რომელთა უმეტესობაც წარმატებით იქნა აღკვეთილი. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების დაგეგმვა და განხორციელება ხდება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას თავის შეიკავოს პროვოკაციული განცხადებებისგან და შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს ტერორისტული აქტების გამოძიებაში“,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნატო: ჩრდილოეთ კავკასიიდან დაძაბულობის საქართველოში გადმოტანა დაუშვებელია1
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო2
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს ბიუჯეტი სავსეა (VIDEO)3
გრენლანდიის ყინულის დნობა ზღვის დონის მატებას გამოიწვევს4
ფოტორეპორტაჟი ოზურგეთის იუსტიციის სახლიდან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X