ესპანეთის სამეფოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი - ზურაბ პოლოლიკაშვილი იქნება.
პოლილიკაშვილის კანდიდატურას კენჭი, კანონმდებლებმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე უყარეს.
შეგახსენებთ, რომ პოლოლიკაშვილი 2005-2006 წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, 2009-2010 წლებში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი იყო, ხოლო, 2010 –2011 წლებში, „საფეხბურთი კლუბ თბილისის დინამოს“ გენერალური დირექტორი იყო.
ელჩის თანანმდებობაზე, პოლოლიკაშვილი, ნიკოლოზ ნათბილაძეს შეცვლის.
Internet.ge