საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,
კომპიუტერი ქართული საზოგადოებისთვის სანთელია. ის ხმალზე უფრო ბასრი იარაღია. ამის
შსახებ პრეზიდენტმა ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ილია ჭავჭავაძე აღნიშნულ პროექტს მხოლოდ
მიესალმებოდა.
„თავის დროზე, დიდი ილა ამბობდა, რომ ისეთი მცირერიცხოვანი ერი, როგორიც
საქართველოა ფონს მხოლოდ ცოდნით გავა. დღესაც იგივე ხდება 7 მილიარდიან მსოფლიოში
5 მილიონიანი ერი ტექნოლოგიების შესწავლით და ახლი ინოვაციით გავალთ ფონს. როცა ჩვენ
კომპიუტერისა და ინგლისურის სწავლისკენ მოვუწოდებდით საზოგადოებას, ზოგიერთი ვაი პოლიტიკოსი,
ამბობდა ხალხს შია და კომპიუტერი რად უნდაო. მაშინ რა ექნა ცოდნის მისაღებად ქართველ
ადამიანს, ოდნოკლასნიკზე დამჯდარიყო და ეფეზბეს სისტებისთვის ემუშავა? არა, ეს ყველაფერი
საქართველოს წინ წაიყვანს“,– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, პირველ ეტაპზე საქართველოს სამასამდე სოფელშია კომპიუტერული ცენტრების შექმნა დაგეგმილი. ამ
ცენტრებში მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ისწავლოს ინტერნეტით სარგებლობა, მათ შორის,
მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება და უფრო მეტიც, საკუთარი პროდუქციის Online გაყიდვა.
Internet.ge