საქართველოს პრეზიდენტის
შეფასებით, 2003 წელს ქართული ღვინის ხარისხი ნამდვილად დაბალი იყო. როგორც პრეზიდენტმა
ყვარელში სტუმრობისას განაცხადა, რუსული ბაზრის დაკეტვის ერთ-ერთი უმნიშვნელო მიზეზი,
ამ პერიოდში საქართველოში წარმოებული ღვინო იყო.
„დიდი მადლობა
ჩვენს მოძმე რუსეთს, რომ შარი მოგვდო თითქოს ჩვენი ღვინო ფალისიფიცირებული იყო, თუმცა
ბოლომდე ვერ გაამტყუნებ, რადგან დღეს გაცილებით უკეთესი ხარისხის ღვინო იწურება საქართველოში.
ადრე თუ ბიზნესმენები 1000 ცალ ღვინის ბოთლს გაყიდიდნენ, სიხარულით დაფრინავდნენ. დღეს
კი, მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღეს, ქართული ღვინო „ქინძმარაული“ ფრანგული
„სასიკას“ იდენტურია“,– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ბიზნესმენებს
ილია ჭავჭავაძის სიტყვებიც გაახსენა.
„აი რას წერდა
1900 წელს ილია ღვინოზე, თუ გინდა რომ ღვინომ მოსავალი მოგიტანოს, ის სხვა ქვეყნის ბაზრამდე უნდა მიიტანო. სუფთა ღვინომ
ფული უნდა მოგიტანოსო. მართლაც ასეა მილიონი შეღებილი ღვინო ნაკლებ შემოსავალს მოგცემს,
ვიდრე ნატურალური, ამ მიდამოებში დაკრეფილი ყურძნისგან დაწურული“,– დასძინა პრეზიდენტმა.
internet.ge