მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,
მას ქუჩაში მომიტინგე 4 ოჯახის პრეტენზიების ყველაზე ბოლოს ესმის. როგორც პრეზიდენტმა
ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმში სტუმრობისას განაცხადა, რუსეთის მიერ მართული
პარტიები საქართველოს მოსახლეობის ფენებად დაყოფას ვერასოდეს მოესწრებიან.
„დღეს, რუსეთიდან
მართული ძალები ამბობენ, რომ თუ მდიდარი არ ხარ, თამაშგარე მდგომარეობაში უნდა იყო.
მათთვის, ილია ჭავჭავაძეს ქონდა ერთი პასუხი და ასეთ ადამიანებს ილია უმეცრების ფართხი-ფურთხს
უწოდებდა. დღეს, საქართველოში დაწინაურება მხოლოდ ნიჭის ხარჯზე ხდება და არა იმით,
თუ ვინ რომელ უბანში ცხოვრობს. ასეთი ადამიანების, იმ ოთხო ოჯახის, 5 მილიონი ადამიანის
შემდეგ მესმის. ისინი საქართველოს ოთხ ნაწილად მისაკუთრებას ვეღარ ეღირსებიან. საქართველო
არა ქუჩაში მომიტინგე ოთხი ოჯახის მიერ, არამედ ყვარლის, ბათუმის, ჩხოროწყუსა და შემდეგ
უკვე, სოხუმისგან იმართება და მხოლოდ ამ ხალხს ეკუთვნის“,– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით,
ზოგიერთი პოლიტიკოსის სურვილია, საქართველო
ეთნიკური კუთხით დაიყოს.
„საქართველო არასდროს დაუბრუნდება იმ წარსულს როცა, ქართველი ხალხი დილას მხოლოდ „საქართველოს
რესპუბლიკისა" და "ლიტერატურული საქართველოს" კითხვით იწყებდა. რა გგონიათ, რას დაწერდნენ მოფაშისტო ელემენტები
ილა დღევანდელ საქართველოში რომ მოღვაწეობდეს. „ასავალ დასავალი“ და „ალია“ მას ცოცხლად
შეჭამდნენ, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენ ამ მოფაშისტო გამოცემებს ცოდნით ვუპირისპირდებით“,–
დასძინა პრეზიდენტმა.
Internet.ge