GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სააკაშვილი: არ დავუშვებ, კარნავალებზე სიარული საქმის კეთებად გასაღდეს
23:04 10.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების თანამშრომლებს საქართველოში გასეირნებისკენ მოუწოდა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში სტუმრობისას განაცხადა, სახელმწიფო აპარატის თანამშრომლებმა უნდა შეიგნონ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან გაჭირვებული ხალხი ცხოვრობს და შესაბამისად უნდა მოიქცნენ.

„დღეს, მივლინებების სიას გადავხედე და აღმოჩნა, რომ შაშკინის და ვერა ქობალიას სამინისტრო 30 თუ 40 წარმომადგენელს აგზავნის ბრაზილიაში გარემოს დაცვის კონფერენციაზე დიდი სტენდის მოსაწყობად. ბიჭებს და გოგოებს ბრაზილიაში გასეირნება მოენატრათ. ხომ არ გგონიათ რომ ჩვენ მართლა ემირატებში ვცხოვრობთ და სინგაპურის შემოსავალი გვაქვს?გარშემო წარმოუდგენელი სიდუხჭირეა და ხალხი დღეში 2 დოლარს ხარჯავს. დროა, შეეშვათ აქეთ–იქით სირბილს და საქართველოში გააკეთოთ საქმე. გამოიყენეთ კომპიუტერული ტექნოლოგიები, რადგან ყოველ დეტალზე საზღვარგარეთ სირბილის დრო არ არის. მოიქეცით ისე, როგორც უნდა იქცეოდეს გაჭირვებული სახელმწიფოს აპარატი“,– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი განცხადებით, პრეზიდენტმა თავისი ვიზიტები მნიშვნელოვნად შეამცირა.

„ყველა მივლინებას გადავხედავ და გავაკონტროლებ. მათ შორის ჩემსასაც. საზღვარგარეთ ვიზიტები მნიშვნელოვნად შევამცირე და განსხვავებით ჩემი წინამორბედისა, შეხვედრებზე 160 კაციანი დელეგაცია არ დამყავს. მე სახელმწიფო აპარატის გამართულ მუშაობას ძალიან ვაფასებ, მაგრამ არ დავუშვებ, ეს უწყებები მოეშვას და კარნავალებზე სიარული საქმის კეთებად გასაღდეს“,– დასძინა პრეზიდენტმა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
„საქართველოს ბანკის“ გაძარცვული ფილიალი დილიდან არ ფუნქციონირებს1
ობამასთან საუზმე ჟოზეფინ ჰარიმსისთვის მომაკვდინებელი აღმოჩნდა2
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურებას ჩაატარებს3
ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპოლის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას4
განმეორებითი მაჟორიტარული არჩევნები დასრულდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X