GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბათუმში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური ფორუმი იხსნება
09:49 12.05.2012
დღის სიახლეები

დღეს, ბათუმში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ კონფერენციას – „ეკონომიკური თანამშრომლობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა ეუთოს რეგიონში“ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ასამბლეის პრეზიდენტი პეტროს ეფთიმიუ გახსნიან.

ამის შესახებ „ინტენეტ.ჯი“–ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ფორუმზე, სიტყვით გამოვა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც.  

კონფერენციაზე მომხსენებლები არიან საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და  კატო-ს ინსტიტუტის წარმომადგენელი ანდრეი ილარიონოვი. 

თემაზე - „მშვიდობა და ნდობის შექმნა ეკონომიკური და გარემოს სფეროში თანამშრომლობის გზით“ კონფერენციის მონაწილეებს, მოხსენებით მიმართავს  საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგი კაპანაძე,  ეუთო-ს კოორდინატორი ეკონომიკურ და გარემოს საკითხებში გორან სვილანოვიჩი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური  წარმომადგენელი მიგრაციის საკითხებზე კეტლინ ფერიე.

ამას გარდა, ენერგო უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საპატიო პრეზიდენტი ჟოაო სოარესი, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, სტამბოლის ფატიხის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ხელმძღვანელი პროფესორი მურატ კარაგოზი და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე.

ამასთან, კონფერენციაზე, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებაზე  ისაუბრებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი დევიდ ლი.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური კონფერენცია მუშაობას 14 მაისს   დაასრულებს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევა დღეიდან ამოქმედდა1
რუსთავის მე-16 დაწესებულებასთან პატიმრების მშობლები ღამის გათენებას გეგმავენ2
გაუგონარი სისატიკით ნაწამები ბავშვის სასამართლო პროცესზე ექიმები ტიროდნენ3
"ქართული ოცნების" წინააღმდეგ ჯარიმის შემდგომი აღსრულება გადაიდო4
BBC საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შესახებ სტატიას აქვეყნებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X