ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და
უსაფრთხოების საკითხებში, კეტრინ ეშტონი შეშფოთებას გამოთქვამს მოსკოვში ოპოზიციის
ლიდერების დაკავებისა და მათთვის
15-დღიანი საპატიმრო სასჯელის შეფარდების გამო.
ეშტონი შეახსენებს მოსკოვს, რომ მან პატივი უნდა სცეს
ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რამდენადაც ის ეუთოსა და ევროპის საბჭოს წევრია.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი რუსეთს დემოკრატიული
ინსტიტუტების განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისკენ მოუწოდებს.
პარალელურად, რუსმა
უფლებადამცველებმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდეს, სინდისის პატიმრებად ცნონ
ოპოზიციის ლიდერები ალექსანდრე ნავალნი და სერგეი უდალცოვი, რომლებიც დაკავებულები
არიან და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით 2-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
Internet.ge