საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ფილიპ
დიმიტროვის შეფასებით, ბათუმში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური
კონფერენციის გამართვა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.
როგორც დიმიტროვმა განაცხადა, აღნიშნული კონფერენცია ეკონომიკურ
განვითარებასა და მდგრადობას ეხება, რაც მჭიდროდ უკავშირდება იმ ორგანიზაციებს,
რომლებიც უსაფრთხოების საკითხებში არიან ჩართულები.
„გასაკვირი არ არის, რომ ეს შეხვედრა ბათუმში იმართება. საქართველოსთვის
ძალიან კარგია ასეთი ღონისძიებების მასპინძლობა, რადგან ეს მიუთითებს საქართველოს წვლილის დაფასებაზე
და აჩვენებს, რამდენად კარგად ხართ მომზადებული პრობლემების გადასაჭრელად. მჯერა,
რომ საქართველოს განვითარება მართლაც მდგრადი პროცესია“,- განაცხადა დიმიტროვმა.
დღეს, ბათუმში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური კონფერენცია
– „ეკონომიკური თანამშრომლობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა ეუთოს რეგიონში“
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ასამბლეის პრეზიდენტმა პეტროს ეფთიმიუმ
გახსნეს. კონფერენცია ბათუმში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
Internet.ge