შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ყირგიზეთის დელეგაციას შეხვდა.
შსს-ს ინფორმაციით, დელეგაციას შინაგან საქმეთა მინიტრი გენერალ-მაიორი ზარილბეკ რისალიევი ხელმძღვანელობს.
შეხვედრის
ფარგლებში, მერაბიშვილმა
სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარებული და მიმდინარე რეფორმები
პირადად
გააცნო.
ცნობილია, რომ ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები დაათვალიერებენ პოლიციის ახლად აშენებულ გამჭვირვალე შენობებს, პოლიციის აკადემიას და გაეცნობიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მუშაობის პრინციპს.
Internet.ge