კალანდაძე: გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი საქართველოს საზღვრებში არ იმყოფებოდა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული საქართველოს საზღვრებში
არ
იმყოფებოდა.
როგორც სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ნინო
კალანდაძემ განმარტა, კომპლექსის გარკვეული ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და პრობლემას ეს გარემოება ქმნის.
„საქართველოსა
და აზერბაიჯანს შორის საზღვრების დელიმიტაციის პროცესი აქამდე მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარეობდა, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ დასრულებული არ არის. რაც შეეხება
ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც უდაბნოს მონასტერში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან, ამ ინფორმაციას შეშფოთებით ვადევნებთ
თვალს,“- განაცხადა კალანდაძემ.
Internet.ge