GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სახელმწიფო დაზარალებულ მოსახლეობას მატერიალურ დახმარებას აღმოუჩენს
14:43 14.05.2012
დღის სიახლეები

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობას, რომეთაც სტიქიის შედეგად ზარალი მიადგათ, სასწრაფოდ უნდა აღმოუჩინონ მატერიალური დახმარებაც.

ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა საგანგებო თათბირზე გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში, სადაც მოსახლეობას სტიქიამ ყველაფერი გაუნადგურა, სახელმწიფომ ზარალი აუნაზღაუროს.

„დუშეთში, ლაგოდეხში, გურჯაანში ზოგიერთ ადამიანს სტიქიამ ყველაფერი გაუნადგურა და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მათ მინიმალური ზარალი მაინც ავუნაზღაუროთ, რადგან, შესაძლოა, მართლაც უკანასკნელი ქათამი და ძროხა წაიღო ნიაღვარმა. ამიტომ, ახლა ზოგადად კი არ უნდა შევქმნათ კომისია, კონკრეტულად უნდა ვთქვათ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ - ყველაზე დაზარალებულ ოჯახებსა და ყველაზე გაჭირვებულ ხალხს სახელმწიფომ რაღაც მაინც უნდა აუნაზღაუროს. ამ ხალხისთვის ბევრად მეტის გაკეთება მინდა, ჩვენი რესურსები შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, დავთვალოთ ყველაფერი და უახლოეს დღეებში რამით მაინც  დავეხმაროთ მათ. სწორედ ამისთვისაა სამთავრობო ფონდი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველმა პირმა, სტიქიის დროს, სამაშველო სამსახურების მუშაობით კმაყოფილება გამოთქვა.

„სამაშველო სამსახურებმა ძალიან კარგად იმუშავეს. რომ არა მათი და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა, იქ ბევრად მეტი ხალხი დაიღუპებოდა. მართლაც, სულზე მიუსწრეს - ხალხი სახურავებიდან ჩამოიყვანეს. შესაძლოა უფრო მეტი ხალხი დაღუპულიყო. მთავარია, რომ ამ ხალხის გადაყვანა უკვე დავიწყეთ. კარგად მესმის, რომ ხალხს ღამეები არ ეძინა, მაგრამ შემდეგი, რაზეც უნდა ვიფიქროთ და ჩვენ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ, თბილისის ბარაკებისგან გათავისუფლებაა. რეგიონებში უკვე ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი გაჩნდა და ხალხი იქიდან აღარ უნდა ჩამოდიოდეს, მაგრამ ასეთ ადგილებში 7-10 წლის ჩამოსული ხალხი ცხოვრობდა. მკაცრი სტანდარტები უნდა დავაწესოთ, რომ აღარავინ სცადოს ხალხის დასახლება გარაჟის უკანა მხარეს და ამითი ხელის მოთბობა, რადგან, შესაძლოა მერე ყველაფერი ტრაგედიით დასრულდეს. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ მსგავს ადგილზე შეეძლო ხალხს ცხოვრება - საგანგებოდ თუ არ მოძებნიდი, ამას ვერც დაინახავდი“,- განაცხადა სააკაშვილმა.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბესლანის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა1
სახალხო დამცველმა ნაწამები პატიმრების იდენტიფიცირების პროცესი დაიწყო2
საქართველოში "ხსოვნის კვირეული“ იწყება3
ინგოროყვას კლინიკაში ინტოქსიკაციის დიაგნოზით სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მოათავსეს4
განათლების სამინისტრო მსხვილბიუჯეტიან კონკურსს გამოაცხადებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X