დავით
საგანელიძე
საკრებულოში
რიგგარეშე
სხდომის ჩატარების მოთხოვნით და მომხდარი ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე მსჯელობის ინიციატივით გამოდის.
როგორც
დედაქალაქის
საკრებულოს
თავმჯდომარის
მოადგილემ
დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ქალაქი ამგვარ სტიქიებს მოუმზადებელი ხვდება, რაც, ხშირ შემთხვევაში, მსხერპლითა და ზარალით სრულდება.
მისი
თქმით, ამგვარი შედეგების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია სპეციალური ნუსხის გაკეთება, სადაც დეტალურად აისახება დედაქალაქში არსებული ყველა კრიტიკული წერტილი და, შესაბამისად, მათი რეაბილიტაციაც მოხდება.
"ქალაქში არსებობს არაერთი კრიტიკული წერტილი, რაც ყოველი
ასეთი წყალდიდობის დროს გარკვეულ სირთულეებს გვიქმნის. იგი ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია წყლის არგადინებასთან,
რაც შემდგომში დატბორვასა და მიწის ჩამოშლას იწვევს. ამიტომ, სასწარფოდ უნდა გაკეთდეს ნუსხა და შესაბამისად, პრევენციული ღონისძიებები დაისახოს.
ასევე, მიმაჩნია, რომ აღნიშნული სამუშაოები უნდა გაატაროს არა დამატებითმა კომისისამ, არამედ საკრებულოში არსებულმა ურბანული დაგეგმარებისა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომისიამ. ბიუჯეტისთვის თანხები კი პრეზიდენტის ფონდიდან უნდა გამოიყოს, რომელიც პირველ რიგში, სტიქიური უბედურებების თავიდან ასაცილებლად არის შექმნილი, თუმცა ამ ფონდის თანხების განკარგვა წლების განმავლობაში უფროდაუფრო ბუნდოვანი ხდება. ასევე, ის თანხა,
რომელიც საქართველოს პარლამენტის შენობის სასწრაფოდ დასასრულებლად არის გამოყოფილი, 12 მაისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად უნდა გაიხარჯოს," - განაცხადა საგანელიძემ.
დღესვე
საგანელიძემ სამაშველო ჯგუფებს 12 მაისს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა და წყალდიდობის
შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
Internet.ge