ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დღეს გამართულ სხდომაზე, თავი შეიკავეს უკრაინაში დაგეგმილ
ევრო-2012-ის ბოიკოტირებისგან,
თუმცა განაცხადეს, რომ ყურადღებით ადევნებენ თვალს მოვლენათა განვითარებას ამ
ქვეყანაში - იუწყება უკრაინული მედია.
ხვალ კი, ბრიუსელში უკრაინის პრემიერ-მინისტრს ელოდებიან,
რათა ასოცირებისა და თავისუფალი ავჭრობის შესახებ შეთანხმების მომავალი ბედი
განიხილონ.
როგორც ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოლფგანგ
ვალდნერმა განაცხადა, საეჭვოა, რომ ევროკავშირმა ხელი მოაწეროს მას იქამდე, ვიდრე არ დარწმუნდება, რომ უკრაინას
ძალუძს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ოქტომბერში.
Internet.ge