საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ვარიანტი უკვე ცნობილია, რომლის
მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური უფლებებით აღჭურვა მოხდება.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე
იმსჯელებენ, რომელიც რამდნიმე წუთში დაიწყება.
საბოლოო გადაწყვეტილებით, 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს
მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული
არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი
სახელმწიფოს მოქალაქეობა.
შეგახსენებთ, რომ ცვლილებების პირვანდელი ვარიანტით, არჩევნებში
მონაწილეობის მიღება შეეძლით – ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, საქართველოში
დაბადებულ იმ პირებს, რომელთაც საქართველოში ბოლო 10 წელი მაინც უცხოვრიათ. თუმცა,
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროექტი პირველი მოსმენით მიიღო აღმოჩნდა, რომ
ივანიშვილი საქართველოში მხოლოდ 2004 წლიდან ცხოვრობს. შესაბამისად, ეს ცვლილება მასზე არ
გავრცელდება.
საკანონმდებლო ორგანო, დღეს, პროექტზე მეორე მოსმენით იმსჯელებს.
Internet.ge