იურიდულ
საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს უმაღლესი თანამდებობების დასაკავებლად შეზღუდვები არ ექნება.
როგორც
კომიტეტის
სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს კუბლაშვილმა განუცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საბოლოო ვარიანტი ჩამოყალიბდა, რომლის თანახმად 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.
მისი
თქმით, ამ ცვლილებებით ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პრობლემები არ შეექმნება, თუმცა მას შეზღუდვები არც აქმდე ჰქონდა, რადგან ის პარტიულ ოფისებსაც აფუძნებდა და მოსახლეობასთნ შეხვედრებსაც მართავდა.
დეპუტატის
შეფასებით,
მას შემდეგ, რაც პარლამენტი ცვლილებებს დაამტკიცებს, პოლიტიკურ წრეებს სპეკულაციების საშუალება აღარ ექნებათ. ამას გარდა, კუბლაშვილმა იმ საკონსტიტუციო ცვილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვით, პარლამენტის წევრობის უფლება მოქალაქეებს 21 წლის ასაკიდან ექნებათ.
კანონმდებელის
შეფასებით,
ამ ცლილებით, ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთონ.
შეგახსენებთ,
რომ ცვლილებების პირვანდელი ვარიანტით, არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ – ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, საქართველოში დაბადებულ იმ პირებს, რომელთაც საქართველოში ბოლო 10 წელი მაინც უცხოვრიათ. თუმცა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროექტი პირველი მოსმენით მიიღო აღმოჩნდა, რომ ივანიშვილი საქართველოში მხოლოდ 2004 წლიდან ცხოვრობს. შესაბამისად, ეს ცვლილება
მასზე არ გავრცელდება.
საკანონმდებლო
ორგანო, დღეს, პროექტზე მეორე მოსმენით იმსჯელებს.
Internet.ge