მანჯგალაძე: საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის საზღვრის დემარკაციის საკითხზე მუშაობა გრძელდება
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის არსებული სამთავრობო კომისია საზღვრის დემარკაციის საკითხზე მუშაობას აგრძელებს.
ამის შესახებ
განცხადება, მანჯგალაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით,
საზღვრის დიდი ნაწილი უკვე შეთანხმებულია და ახლა რამდენიმე პრობლემატურ
მონაკვეთზე მიმდინარეობს მოლაპარაკება.
მანანა
მანჯგალაძე ყველას მოუწოდებს, აღნიშნულ საკითხს
სიფრთხილით მოეკიდონ.
გავრცელებული
ინფორმაციით, 6
მაისის შემდეგ, დავით
გარეჯში, უდაბნოს მონასტერთან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მომლოცველებს არ
უშვებენ.
Internet.ge