დღეს, ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები სოფლის მეურნეობის მინისტრს, ზაზა გოროზიას მოუსმენენ.
როგორც “ინტერნეტ.ჯი”-ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, საბჭოს სხდომაზე, მინისტრი სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროექტებსა და საგაზაფხულო სამუშაოებზე გაამახვილებს ყურადღებას.
ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა, 17.00 საათზე გაიმართება, თუმცა, ის სავარაუდოდ, დახურული იქნება.
Internet.ge