საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების კონტროლს აგრძელებს.
როგორც პრეზიდენტის
პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
“სტიქიამ სერიოზული პრობლემები შექმნა როგორც თბილისში, ასევე, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში.
სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამ პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო სამსახური და პირადი შემადგენლობა“,- განაცხადა
მანჯგალაძემ.
Internet.ge