საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შესაძლოა, კიდევ ერთხელ შეიცვალოს და მასში პოლიტიკური თანამდებობის დაკავების შესახებ ჩანაწერი გაჩნდეს.
დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრმა, ლევან ვეფხვაძემ
განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს - საქართველოში დაბადებულ პირს - კონსტიტუციის 29-ე მუხლი შესაძლებლობას არ აძლევს,
რომ პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის პოსტები დაიკავოს.
მისი
თქმით, აღნიშნულ მუხლში ნათქვამია, რომ „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა“.
ვეფხვაძეს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებაში სპეციალური ჩანაწერის დამატება საჭირო არ არის, რადგან კონსტიტუციის 29-ე მუხლი სხვა პირებს ეხება - საქართველოს მოქალაქეებს და არა იმ პირებს, რომლის განსაზღვრაც ცვლილებებით შემოდის.
„ცვლილებებით დგინდება, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე ქართველს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მას პრეზიდენტობაც შეეძლება“, - განაცხადა მან.
Internet.ge