GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიორგი ბარამიძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა
15:33 15.05.2012
დღის სიახლეები

ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და  ბრიუსელში ვიზიტის დროს ჩიკაგოს სამიტისთვის გამართული ბოლო კონსულტაციების შესახებ ისაუბრა.

როგორც გიორგი ბარამიძემ სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო  წარმატებული რეფორმების გამო კვლავაც იმსახურებს ნატოს მაღალ შეფასებას, რაც აისახება ნატო-ს საბოლოო კომუნიკეში. მისივე თქმით, ჩიკაგოს სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.  ასევე, ნატო კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ისევ მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

შეხვედრაზე გიორგი ბარამიძემ ყურადღება გაამახვილა  ჩიკაგოში დაგეგმილი ნატოს სამიტის პარალელურად გასამართი შეხვედრების ფორმატებზე. აღსანიშნავია, რომ საქართველო იქნება ერთადერთი პარტნიორი ქვეყანა, რომელიც არაწევრი ქვეყნებისთვის განკუთვნილ ყველა შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას: კერძოდ-ISAF-ის ფორმატში, რაც ნიშნავს ნატოს წევრი და ავღანეთის ოპერაციაში მონაწილე ყველა სხვა სახელმწიფოს შეხვედრას, ასევე, ნატო-ს+ 13 ძირითადი პარტნიორი ქვეყნის და ნატოს+4 ასპირანტი პარტნიორი ქვეყნის შეხვედრებში.

ვიცე პრემიერ-მინისტრმა, ასევე, ისაუბრა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ინსტრუმენტებზე - წლიურ ეროვნულ პროგრამასა (ANP) და ნატო-საქართველოს კომისიაზე, რასაც საქართველო ეფექტურად იყენებს. როგორც გიორგი ბარამიძემ სტუდენტებთან შეხვედრის დროს აღნიშნა,  ჩიკაგოს სამიტი იქნება წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსათვის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

ვიცე პრემიერ-მინისტრმა შავი ზღვის უნივერსიტეტში ნატოს კუთხეც გახსნა.

შეხვედრას ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თენგიზ გოგოტიშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი შევქენთ ერჯან თუნჩი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორი გიული ალასანია ესწრებოდნენ.

შეხვედრა ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისობის ღონისძიებებს თბილისის მერი ესწრება1
ბარამიძე: აღსრულების დასაწყებად აუცილებელი შეტყობინება ბიუროდან არ მიგვიღია2
პარლამენტის შენობა დეპუტატების მისაღებად მზადაა3
აზოვის ზღვა სისხლისფერი გახდა4
მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X