პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით 109 მომხრე ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო.
დეპუტატებმა,
ცვლილებებს კენჭი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უყარეს.
პროექტით,
კონსტიტუციას 104/4-ე მუხლი დაემატება, რომლის თანახმად, „2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა“.
საკანონმდებლო
ორგანო საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით, მომავალ კვირას დაამტკიცებს.
Internet.ge