GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ფიზიკური პირები გადასახადის შემცირების შედეგად დაზოგილ თანხებს აქტივების მმართველ კომპანიებში განათავსებენ
16:02 16.05.2012
დღის სიახლეები

2013 წლიდან, ფიზიკურ პირებს, საშუალება ექნებათ საშემოსავლო გადასახადის შემცირების შედეგად დაზოგილი თანხები აქტივების მმართველ კომპანიებში განათავსონ.

ამასთან დაკავშირებით ცვლილება -„ნებაყოფლობითი ინდივიდვალური დაზოგვის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უკვე მოხდა. პროექტის განხილვა კი, უახლოეს მომავალში დაიწყება.

როგორც “ინტერნეტ.ჯი”- ს  მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, გია ხუროშვილმა განუცხადა, ცვლილებებით, ფიზიკურ პირებს შეეძლებათ, საშემოსავლო გადასახადის შემცირების შედეგად, თანხები დაზოგონ და აქტივების მმართველ კომპანიაში განათავსონ, რომლებიც  ფიზიკური პირების შენატანების მართვას უზრუნველყოფენ.

კერძოდ, ხუროშვილის განმარტებით, 2013 წლიდან, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ საშემოსავლო გადასახადიდან 2 პროცენტი სხვადასხვა ეკონომიკურ პროექტებში განათავსონ, ხოლო 2014 წლიდან, თუ ფიზიკური პირი დამატებით 3 პროცენტს დაზოგავს, სახელმწიფო მის ანგარიშზე კიდევ დამატებით 3 პროცენტს ჩარიცხავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ყოველთვიურად ხელფასის 8 პროცენტი შეენახება.

რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რა სარგებელს ნახავს ფიზიკური პირი ამ ინიციატივის გაზიარების შემთხვევაში, ხუროშვილი ამბობს, რომ წინადადება ხელს შეუწყობს ადამიანებს ჰქონდეთ დამატებითი სოციალური გარანტიები და ასევე საკუთარი ანგარიში,  სადაც ეს თანხები დაგროვდება და გარკვეული ვადის შემდეგ, მათ ამ დანაზოგის გამოყენება შეეძლებათ.

ფულადი შენატანების დაცვის მიზნით, პროექტის განხორციელებაზე, ანუ აქტივების მმართველი კომპანიების მუშაობაზე, მკაცრ მონიტორინგს - საქართველოს ეროვნული ბანკი განახორციელებს.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შტეფან ფულე საქართველოში იმყოფება1
რუსეთის შსს-მ აფხაზეთში იარაღის საწყობი აღმოაჩინა2
ბიძინა ივანიშვილი მინისტრობის 6 კანდიდატს ხვალ დაასახელებს3
The New York Times: ივანიშვილი არაპროგნოზირებადია და ექსცენტრულ რაღაცეებს ამბობს4
3 612 269 ხმა დათვლილია, ბოლო მონაცემები ცესკოდან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X