დღეს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, კოალიციის ლიდერი ბიძინა
ივანიშვილი პარტია „მრეწველების“ რეგიონალურ წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა დახურული იყო და ის ერთ საათს გაგრძელდა. შეხვედრის
შემდეგ, ივანიშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. მან „ქართული
ოცნების“ ოფისი უკანა კარიდან დატოვა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, „მრეწველების“ ლიდერმა გოგი
თოფაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე რაიონულმა წარმომადგენლებმა
ივანიშვილს რეგიონებში არსებული პრობლემები გააცნეს.
თოფაძის თქმით, ივანიშვილმა „მრეწველების“ წარმომადგენლებთან
სამოქმედო გეგმასა და არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
Internet.ge