რადიო „ამერიკის ხმის„ რუსულმა რედაქციამ ინტერვიუ ჩამოართვა ამერიკელ სენატორს ჯონ მაკეინს, რომელმაც
სხვა საკითხებთან ერთად,
ვლადიმერ პუტინის მესამე ვადით გაპრეზიდენტებაზეც ისაუბრა:
„ვიმედოვნებ, ვლადიმირ პუტინი გააცნობიერებს, რომ მისი მმართველობის ფორმა და ახლახანს ჩატარებული არჩევნები, კორუფციასა და ოლიგარქების ბატონობასთან ერთად რუსეთის საზოგადოებაში დიდ უკამყოფილებას იწვევს. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს მისი დამოკიდებულება უკრაინასა და ბალტიის სახელმწიფოებთან, ასევე შემაშფოთებელია, სამხედრო ძალის კონცენტრაცია კალინინგრადის ოლქში. ეს მისი იმპერიული აზროვნებიდან გამომდინარეობს“ - განაცხადა სენატორმა.
ჟურნალისტის
კითხვაზე - ხომ არ სურდა რუსეთის საპროტესტო გამოსვლების მხარდაჭერა თავისი
ცნობილი წერილით - „ძვირფასო ვლად…“, სადაც ის პუტინს „არაბული გაზაფხულით“
ემუქრებოდა, სენატორმა განაცხადა, რომ „მახსოვს, როდესაც რუსეთში მართლაც აგორდა საპროტესტო ტალღა, პუტინს მივწერე, რომ არაბული გაზაფხული მის კართანაც მივიდა. ერთ-ერთ გამოსვლაში მან მე ვიეტნამელთა ტყვეობაში ნამყოფ პარანოიდად მომიხსენია, მე პატივისცემით ვეკიდები მის შენიშვნებს, მაგრამ ამ შემთხვევში, ნამდვილად ვერ დავეთანხმები. რუსეთში მრავალი პრობლემა არსებობს. პირველ რიგში, ეს არის ხადარკოვსკის საქმე, რომელსაც მთელს მსოფლიოში უარყოფითი რეაქცია ჰქონდა. მეორეა - მაგნიტსკის შემთხვევა, რომელიც პატიმრობაში მოკლეს. ამან შეერთებული შტატების კონგრესის ყურადღება მიიპყრო“.
„ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე რუსეთის მიმართ ობამას ადმინისტრაციის გადატვირთვის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ჯონ მაკეინმა განაცხადა:
“თავდაპირველად მიღებული განცხადების მიუხედავად, არანაირ გადატვირთვას პოლიტიკაში ადგილი არ ჰქონია. ახლა, როდესაც პუტინი კიდევ 12 წლით მოვიდა პრეზიდენტად, რუსი სამხედროები მუქარის ტონით ალაპარაკდნენ. რუსეთმა ვეტო დაადო გაეროში სირიის პრობლემასთან დაკავშირებულ რეზოლუციას, გრძელდება მოსკოვის ზეწოლა ბალტიის ქვეყნებსა და უკრაინაზე. ამ ქვეყნის დემოკრატმა ლიდერებმა ვერ შეძლეს გაერთიანება და სამწუხაროდ, პირად ამბიციებს გადააყოლეს სახელმწიფოს მომავალი. მაგრამ იულია ტიმოშენკოსადმი საპატიმროში უხეშმა მოპყრობამ, დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია ქვეყანაში და ჯერ კიდევ არის იმედი, რომ ოპოზიცია შეძლებს გაერთიანებას და უკრანის ინტერესების დაცვას“ - განაცხადა სენატორმა.
Internet.ge