GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სააკაშვილი: ნატოში ინტეგრაციის პროცესი საქართველოს უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი გარანტია
11:11 17.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, აშშ-ში ვიზიტისას კომენტარი, ნატოს 25-ე სამიტის მნიშვნელობაზე გააკეთა, რომელიც ჩიკაგოში 20-21 მაისს გაიმართება.

სააკაშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ეს სამიტი ალიანსის გაფართოების საკითხს არ იხილავს, საქართველოსთვის მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, საქართველო სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ფორმატის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ალიანსის პოზიცია კი, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ უმთავრეს გარანტს წარმოადგენს.

„ნატოს სამიტს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ შეხვედრაზე ნატო-ს გაფართოების საკითხი არ განიხილება, მაგრამ წელს ჩვენთვის, როგორც არასდროს,  მნიშვნელოვანია, რომ სამიტზე აღინიშნოს საქართველოს პროგრესი ალიანსში ინტეგრაციის გზაზე. ეს ერთი მხრივ, დღეს,  საქართველოს ტერიტორიის დამპყრობელი ქვეყნის ძალიან დიდ წინააღმდეგობას იწვევს.  მეორე მხრივ კი, რუსეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური ძალები საქართველოდან დარბიან ბრიუსელსა და სხვა ქალაქებში, რათა ყოველმხრივ შეუშალონ ხელი იმას, რომ არათუ არ აღინიშნოს ჩვენი ქვეყნის პროგრესი, არამედ, ითქვას, რომ საქართველოში ვითარება გაუარესდა კიდეც. რამდენიმე დღის წინათ, ნატოს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა ის, რასაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ალიანსის ყველა წევრი ძალზე დამაჯერებლად აღნიშნავს - საქართველოს აქვს უდიდესი წინსვლა ინტეგრაციის პროცესში“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქვეყანს დასჭირდება დიდი მოთმინება, ვიდრე ნატოს სრულფასოვანი წევრი გახდება.

„თუმცა ნატოში ინტეგრაციის პროცესი ძალზე სერიოზული შემაკავებელი ფაქტორია ჩვენს წინააღმდეგ,  ყოველგვარი აგრესიული გეგმის განსახორციელებლად და დღესდღეობით, საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია. ის, რომ ჩვენ ამ სამიტის მუშაობასა და მის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ფორმატის შეხვედრაში ვმონაწილეობთ, უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს - ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორების შეხვედრაზე საქართველო იქნება აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენელიც; ბალკანურ ქვეყნებთან ერთად, მონაწილეობას ვიღებთ ასპირანტი ქვეყნების ახალ ფორმატშიც, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბდა და, რა თქმა უნდა, ვმონაწილეობთ ISAF-ის პროგრამის შეხვედრაზეც. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ძალიან ბევრ ღონისძიებაში ვიღებთ მონაწილეობას და დოკუმენტში აუცილებლად იქნება აღნიშნული ის, რისი გაგონებაც  ჩვენ არაკეთილმოსურნეებს არ სურთ - საქართველოს წინსვლაზე ნატო-სთან  დაახლოებისა და ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს არის როგორც ჩვენი შიდა რეფორმების დამსახურება, ისე იმ ბიჭებისა, რომლებიც დღეს ავღანეთში, საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვან ფრონტზე იბრძვიან და ამით საქართველოს უსაფრთხოებასა და იმას  უზრუნველყოფენ, რომ ვეღარავინ გაიმეოროს საქართველოში 2008 წლის სცენარი, ვერც წელს და ვერც როდესმე მომავალში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ჭაჭის კოშკთან დოქებით მისული ადგილობრივების რიგი დადგა1
სამეთაურო-საშტაბო სწავლება ”დიდგორი 2012” დასრულდა2
ფოტორეპორტაჟი განახლებული ანაკლიიდან3
ვანო მერაბიშვილმა პოლიციის ახალი შენობა გახსნა4
რუსეთი ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წრთვნას იწყებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X