GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მოსკოვი თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობებს ზვერავს
13:51 28.03.2012
დღის სიახლეები

მოსკოვი თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობებს საგულდაგულოდ აკვირდება - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომელიც თავის ბრიფინგზე, საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების შეფასებისას, რაიმე ორიგინალურობით არ გამოირჩეოდა.

კერძოდ, მოსკოვისთვის კვლავ მტკივნეულ თემად რჩება თბილისსა და ვაშინგტონს შორის თანამშრომლობის საკითხი და ლუკაშევიჩმა სწორედ ეს „მტკივნეული მომენტები“ შეაჯამა:

„ჩვენ უკვე მივაქციეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყურადღება იმისკენ, რომ საქართველოს პორტებში გახშირდა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემების შესვლა, რომლებიც აღჭურვილია „იჯისის“ სისტემებით. გასაგებია, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მიერ აღიქმება, როგორც მისი რევანშისტული მისწრაფებების წახალისება...

ნებისმიერი სამხედრო თანამშრომლობა თბილისთან, კავკასიაში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე მძიმე შედეგებით აისახება. ამ თვალსაზრისით ვაგრძელებთ  ზედმიწევნით თვალის დევნებას ამერიკულ-ქართული თანამშრომლობის კონკრეტულ ფორმებზე - თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებულ ამერიკულ-ქართულ საველე სწავლებას, რომელიც 10-24 მარტს შედგა…

თბილისის  მონაწილეობა ავღანეთის მშვიდობის შენარჩუნების ოპერაციაში აღიქმება, როგორც საქართველოს რემილიტარიზაციის გაგრძელება და როგორც საბაბი, რათა თავის ქვეყანას ნატო-ში უბიძგონ. მნიშნვნელოვნად ვთვლით, რომ შეიარაღება, რომელსაც ავღანეთში მყოფი ქართული კონტინგენტი იყენებს, არ მოხვდეს საქართველოში“ - ამბობს ლუკაშევიჩი.

თავისი შიშების მიზეზად მოსკოვი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უსაფრთხოებაზე ზრუნვას ასახელებს და „ზომებს იღებს“, რათა აღნიშნული იარაღი თბილისმა „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, მათ შორის, ამ ქვეყნებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ არ გამოიყენოს“.

Internet.ge




 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ტრამპმა „ფოქს-ნიუსთან“ საქართველოზე ისაუბრა1
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში პროპორციული სისტემით ”ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს2
გიორგი ფოჩხუას დღეს დაკრძალავენ3
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს ბიუჯეტი სავსეა (VIDEO)4
ცხინვალი ეუთოს მისიას ისევ უპირისპირდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X