საქართველოს მთავრობა „საქართველოს
რკინიგზის“ აქციების გაყიდვას ადასტურებს. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის პრეს-სამსახურის უფროსმა ვატო
ლეჟავამ განუცხადა.
მისი თქმით, მთავრობა აქციების მხიოლოდ 25
% - ის გაყიდვას აპირებს.
„ვადასტურებ, რომ საქართველოს რკინიგზის
აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაიყიდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაძლო
ინვესტორებთან მოლაპარაკებები და ამ ბიზნესის გაცნობა“,- განაცხადა ლეჟავამ.
კითხვაზე, თუ რამდენად მისაღებია რუსეთის ფაქტორის გათვალსწინებით, „საქართველოს რკინიგზის“ აქციების გაყიდვა, ლეჟავა ამბობს, რომ
მთავრობა ყველა დეტალზე თათბირობს და ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება არ
იქნება მიღებული.
Internet.ge