GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მინაშვილი: „კავკაზ 2012“-ს საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ყურადღებით აკვირდება
16:39 17.05.2012
დღის სიახლეები

საგარეო ურთიერთობათათა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ დაგეგმილ წვრთნებს „კავკაზ 2012“–ს საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ყურადღებით აკვირდება.

როგორც ჟურნალისტებს მინაშვილმა განუცხადა, წვრთნები ტარდება, არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც საერთაშორისო ნორმების დარღვევაა.

მისი თქმით, ასეთი პოზიცია საქართველოსთან ერთად, საერთაშორისო თანამეგობრობასაც აქვს და მხარეები ამ პროცესს ყურადღებით აკვირდებიან.

„განსაკუთრების იმის გამო ვაკვირდებით, რომ წვრთნები სექტემბრის მეორე ნახევარში იმართება და საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებს წინ უსწრებს. პარტნიორებთან ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა წვრთნების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ“, – განაცხადა მინაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ნიკოლაი მაკაროვმა განაცხადა, რომ სტრატეგიული სამხედრო წვრთნები „კავკასია-2012“, რომელიც 17-23 სექტემბერს არის დაგეგმილი, არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ.   მისი თქმით, ეს სწავლება რუსეთის შეიარაღებული ძალების მოსამზადებელი გეგმის მიხედვით ტარდება და მისი მიზანი ჯარისკაცების პრაქტიკული გადამზადებაა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბექაური „მე-9 არხიდან“ ტექნიკური სამსახურის უფროსის წასვლაზე ინფორმაციას არ ფლობს1
უკრაინის პატრიარქმა პრეზიდენტს ტიმოშენკოს შეწყალება სთხოვა2
BBC: კრემლი განსხვავებულ პოლიტიკურ აზრს არბევს3
6 ათასი სამხედროს შემადგენლობით, სადესანტო-მოიერიშე დივიზია, დაღესტნისკენ მიემართება4
აფხაზეთის ძირითად სავაჭრო პარტნიორებად რუსეთი და თურქეთი რჩებიან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X