საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, აკაკი
მინაშვილის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, პროცესი წარმატებით დასრულდება
და
ამას
პოლიტიკური ინსინუაციები არ სჭირდება.
როგორც ჟურნალისტებს
მინაშვილმა განუცხადა, ის შენიშვნები, რომლებსაც ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკოსების
მხრიდან აქვს ადგილი, არასწორი და უპასუხისმგებლოა.
„რაც შეეხება პოლიტიკური
ფიგურებისა და საზოგადოების წარმომადგენლების განცხადებებს, რატომღაც არ მახსოვს,
ამ ადამიანებს ხმამაღალი პროტესტი გამოეთქვათ. მაგალითად, ოკუპირებულ
ტერიტორიებზე ქართული კულტურული თუ რელიგიური ძეგლების დაზიანების საკითხზე. საქმე ეხება დავით
გარეჯის მთლიანი ტერიტორიის ორ პროცენტს, რომელიც სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის დროს
საქართველოს საზღვრებში ვერ მოხვდა. ამჟამად დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის მუშაობა
მიმდინარეობს. სამუშაოები ორ მეგობარ და ორ პარტნიორ სახელმწიფოს შორის
მიმდინარეობს და ეს პროცესი ნამდვილად წარმატებით დასრულდება. ამას პოლიტიკური
ინსინუაციები არ სჭირდება”, - განაცხადა მინაშვილმა.
Internet.ge