GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ქდმ“-ს ლიდერები უდაბნოს მონასტერში არ შეუშვეს
18:58 17.05.2012
დღის სიახლეები

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა  უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს „ქდმ“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა განუცხადა.

მისი თქმით, პარტიის წევრები დღეს, აზერბაიჯანთან სადაო ტერიტორიების მონახულების მიზნით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს სტუმრობდნენ.

„აზერბაიჯანული მხარე უდაბნოს მონასტერში მომსახურე სასულიერო პირებთან კორექტულია და მათ აღნიშნულ მონასტერში შესვლის უფლებას აძლევს. შეზღუდვა უბრალო მომლოცველებზე წესდება. დღეს, ჩვენთან ერთად იყო ქორ-ეპისკოპოსი იაკობი, რომელიც მონასტრის ტერიტორიაზე თავისუფლად გადავიდა“,- განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე განცხადებით, აზერბაიჯანთან კეთილმეზობლური ურთიერთობის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ გარეჯის სადაო ნაწილთან მიმართბაში, არც ერთი ნაბიჯით არ უნდა დაიხიოს უკან.

„ამ საკითხთან დაკავშირებით, ქართული მხარე წმინდა წყალივით მართალია აზერბაიჯანულ მხარესთან, რადგან ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში ტერიტორია, რომელზეც ახლა დავა მიმდინარეობს, საქართველოს შემადგენლობაში სახელდებოდა. მოგეხსენებათ, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრების დადგენა 1921 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება, ამიტომ მსგავსი სახის განცხადებები, რომელიც ბოლო დღეებია ქართველი პოლიტიკოსებისგან გვესმის სიცრუეა. ჯანდარის ტაძარი და მდინარე იორი აზერბაიჯანულ მხარეს არც კომუნისტების დროს და არც მანამდე ეკუთვნოდათ. ეს ტერიტორია მათ მიითვისეს“,- განმარტა ახვლედიანმა და აქვე დასძინა რომ ამ თემით სპეკულირება ქვეყნისთვის საზიანოა.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი გიორგი ახვლედიანმა, ზაზა გაბუნიამ და ჯაბა სამუშიამ მოინახულეს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნატო: ჩრდილოეთ კავკასიიდან დაძაბულობის საქართველოში გადმოტანა დაუშვებელია1
გრენლანდიის ყინულის დნობა ზღვის დონის მატებას გამოიწვევს2
ფოტორეპორტაჟი ოზურგეთის იუსტიციის სახლიდან3
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს4
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს ბიუჯეტი სავსეა (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X