საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ჯერ კიდევ პოპულარული პრეზიდენტია, თუმცა პრეზიდენტის ინსტიტუტი უფრო საპატიო, ვიდრე მისი პიროვნება.
ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში პრინსტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
სააკაშვილის თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა მას უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მდებარეობა აქვს და დიდ სატრანზიტო მარშუტს წარმოადგენს.
”მე ჯერ ისევ პოპულარული პრეზიდენტი ვარ, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტი უფრო საპატიოა, ვიდრე ჩემი პიროვნება. იგივე ეხება პარლამენტსაც. ის გაცილებით პოპულარულია, ვიდრე კონკრეტული პარლამენტარი. იგივე ხდება არმიის, მთავრობის შემთხვევაში. პოლიციის ნდობა 90 %-ია და ეს უფრო მაღალია, ვიდრე პოლიციის რომელიმე ხელმძღვანელის, ან მინისტრის მიმართ. რაც მოხდა, ესაა ინსტიტუციონალური ცვლილება. საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა მას უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მდებარეობა აქვს, დიდი სატრანზიტო მარშუტს წარმოადგენს. მიუხედავად შეცდომებისა რაც დავუშვით, ჩვენ მაინც მოვახერხეთ შეგვექმნა მმართველობის ახალი ალტერნატიული ნიმუში პოსტ საბჭოთა სივრცეში”,- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის შეფასებით, ქვეყანაში დემოკრატია იდეალური არ არის, თუმცა საქართველოში სიტყვისა და არჩევანის თავისუფლებაა.
internet.ge