GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კონტროლის პალატამ საქველმოქმედო ფონდ "ქომაგის" ანგარიშები დააყადაღა
18:15 18.05.2012
დღის სიახლეები

კონტროლის პალატამ საქველმოქმედო ფონდ "ქომაგის" ანგარიშები დააყადაღა. 

როგორც მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების „ქომაგთან” მიმართებაში გაკეთბული განცხადებები, საზოგადოების მხრიდან, ფონდის საქმიანობის შესაბამისი პოლიტიკური სუბიექტის საქმიანობასთან პოლიტიკური ნიშნით აღქმადობას იწვევდა.

„ფონდის დაფუძნებისთანავე პოლიტიკური კოალიცია "ქართულ ოცნების" ლიდერები ფონდის მიზნებთან და ამოცანებთან ასოცირებას ახდენდნენ, საჯარო გამოსვლებში ფონდის სამომავლო გეგმებზე, საქმიანობის ფორმებზე საუბრობდნენ, რაც საზოგადოებაში მიზნების განხორციელების დამაჯერებლობას ქმნიდა და საზოგადოების მხრიდან, ფონდის საქმიანობის შესაბამისი პოლიტიკური სუბიექტის საქმიანობასთან პოლიტიკური ნიშნით აღქმადობას იწვევდა. ყოველივე აღნიშნული ქმნიდა ფონდის მიზნების, ამოცანების კავშირს და პირდაპირ მიმართებას პოლიტიკური ორგანიზაციის პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან და საქმიანობასთან. რაც ასევე გამოიხატება ფონდის ხელმძღვანელის საჯარო ქმედებებში მოახდინოს „კოალიციის“ პოლიტიკური მიზნების კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ამომრჩეველთა მატერიალური დაინტერესებით, პარტიის საარჩევნო ამოცანების რეალიზაციას შეუწყოს ხელი. აღნიშნულის შესახებ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2012 წლის 14 მაისს, გააკეთა შესაბამისი განცხადება და მოუწოდა შესაბამის სუბიექტებს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებისკენ“,- ნათქვამია კონტროლის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, რომ 2012 წლის 17 მაისს, „ქომაგის“ ანგარიშზე უცხოეთიდან საქართველოს კონსერვატიული პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივნის, ბიძინა გიორგობიანის მიერ,  განხორციელდა 90. 000 ევროს ოდენობის ტრანზაქცია.

„აღნიშნული ტრანზაქცია, ისევე როგორც ფონდის საქმიანობა, სუბიექტების, ფორმით, შინაარსითა და სხვა ნიშნებით პოლიტიკური ხასიათითაა ნიშანდებული და წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. პოლიტიკური დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და დააყადაღოს აიპ „ფონდი ქომაგის“ ანგარიშები. აგრეთვე, განახორციელოს ფონდის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი და შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებები," - ნათაქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნასამ დედამიწის ხმა ჩაწერა (VIDEO)1
გოდერძის უღელტეხილზე ახალი კურორტი შეიქმნება2
მიხეილ სააკაშვილი: პუტინი ბოლოს ვერ მოგვიღებს3
მარშანია: ხალხი გვითვლის და გვეხვეწება - წადით ხალხო რუსეთში4
რუვენ რივლინი: ჩემი ვიზიტის დროს ველოდები, რომ უფრო მეტს შევიმეცნებ თქვენი ქვეყნის შესახებ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X